worldex

ჩვენს შესახებ

სატრანსპორტო კომპანია WORLD EX დაარსდა 2007 წლის და  უკვე რამდენიმე წელიწადია თქვენს სამსახურშია.
კომპანიამ პარტნიორი ფირმების დახმარებით დაარსებიდანვე აქტიურად და წარმატებით დაიწყო ავტომობილების იმპორტი ამიერკავკასიაში. ამ სფეროს განვითარებისთვის, უფრო მეტი გამჭირვალობისთვის და სერვისის გაუმჯობესებისთვის  კომპანიის დიდი წვლილია რეგიონში.

2008 წელს კომპანიამ გააფართოვა თავისი მომსახურების სფერო. მომხმარებელს სთავაზობს საერთაშორისო გადაზიდვებს როგორიცაა: საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო, საჰაერო გადაზიდვები.

2009 წლის 12-15 მაისს კომპანია ზრუნავს სერვისის გაუმჯობესებაზე და მონაწილეობას იღებს ლოჯისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე მიუნხენში (გერმანია), სადაც მონაწილეობდნენ ევროპისა და აზიის უმსხვილესი სატრანსპორტო კომპანიები და ფორვარდერები.

2011 წლის 28 ოქტომბერს კომპანია «ვოლდ ექს»-მა, საერთაშორისო გადაზიდვების სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ, გაიარა აკრედიტაცია და მიენიჭა საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიის სტატუსი გლობალური საერთაშორისო ექსპედიტორთა ასოციაციის (GLOBAL LOGISTICS NETWORK)მიერ. კომპანია გაწევრიანდა ასოციაციაში, რომელიც აერთიანებს 500-ზე მეტ საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანიას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

2013 წელს კომპანია გაწევრიანდა “Universal Freight Organisation” -ში, საქართველოდან ექსკლუზიური წევრობის უფლებით, სადაც ასევე ექსკლუზიურად გაწევრიანებულნი არიან მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ყველაზე გამოცდილი კომპანიები თავის ქვეყნებში. ორგანიზაცია UFO (Universal Freight Organisation) დაარსებულია ინგლისში და ყოველწლიურად მართავს შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნებში.

2014 წელის 13 მაისს კომპანია «ვოლდ ექს»-ი მიწვეული იქნა როგორც ექსკლუზიური წევრი საქართველოდან Universal Freight Organisation-ის კომფერენციაზე ქალაქ რომში. (13th Annual Network Meeting Rome 2014) სადაც კომპანიამ გააფორმა სხვადასხვა ახალი კონტრაქტები რომელიც აისახება სერვისის გაუნჯობესებაზე.

კომპანიის პრიორიტეტია თქვენი ბიზნესი იყოს გაცილებით დაცული !!!
ჩვენ გამოვირჩევით: ხელმისაწვდომი და შეღავათიანი ფასებით, მაქსიმალურად მოკლე დროში უმაღლესი ხარისხის მომსახურებით.

დარწმუნებული იყავით, ჩვენთან თანამშრომლობით კმაყოფილი დარჩებით, ჩვენი მიზანია მაქსიმალურად დაგეხმაროთ თქვენი ბიზნესის განვითარებაში