worldex

ავტომობილის განბაჟების ახალი რეგულაციები და ტარიფები 2017 წლიდან

ავტომობილის განბაჟების ახალი რეგულაციები და ტარიფები 2017 წლიდან

On Июнь 16, 2016, Posted by , In სიახლეები, With No Comments

ახალი რეგულაცია შეეხება მხოლოდ იმ მანქანებს რომლის კონტეინერიც გემზე დაიდო 2017 წლის 1 იანვრიდან, ხოლო რომელი კონტეინერიც გემზე დაიდო 2016 წლის 31 დეკემბრამდე მათ აღნიშნული ახალი რეგულაცია არ შეეხებათ.

საიმპორტო ავტოტრანსპორტზე მოსაკრებლების გაძვირება გამოშვების წლების მიხედვით მნიშვნელოვნად წაახალისებს შედარებით ახალი სატრანსპორტო საშუალებების იმპორტს.

დღეის მდგომარეობით, საქართველოში მოძრავი ავტომობილების დაახლოებით 45% 20 წელზე მეტი ხნოვანებისაა. 11–20 წლის მანქანების რაოდენობა კი მთელი ავტოპარკის 45%–ს შეადგენს. შესაბამისად, შედარებით ახალი მანქანების წილი მხოლოდ 10%–ს აღწევს.

ახალი რეგულაციებით, რომლის თანახმად, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტზე საბაჟო მოსაკრებელი გასამმაგდება, იპორტიორებისათვის წამგებიანი ხდება იაპონიიდან და ბრიტანეთიდან ავტოიმპორტის განხორციელება.
მაგალითისათვის, 2017 წლის 1 იანვრიდან 2005 წელს გამოშვებული ავტომობილის იმპორტზე გადასახადი, რომლის ძრავის მოცულობა, პირობითად, 2000 კუბური სანტიმეტრია, ნაცვლად ამჟამინდელი 1000 ლარისა, 2400 ლარი იქნება.
ზოგადად, ფასთა სხვაობა შემდეგნაირად გამოიყურება:

რაც შეეხება ერთიდან 6 წლამდე და ჰიბრიდული ავტომობილების განბაჟების ტარიფს, ის შემცირდება. ხოლო ელექტრომობილების იმპორტი გადასახადისაგან საერთოდ გათავისუფლდება.

Добавить комментарий

Ваш e-mail не будет опубликован. Обязательные поля помечены *